თორნიკე რიჟვაძე - დიდება გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის

09 მაისი, 2023



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ბათუმის მერთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიაგო.
მთავრობის წევრებმა ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

,,მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ გამარჯვებაში დიდია საქართველოს და ქართველების წვლილი. დიდება გმირებს, მათ სახელებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის””- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები