ასთმის მსოფლიო დღე

03 მაისი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად, მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და სამომავლო ხედვების გაცნობა.

,,მორიგი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ, ამჯერად დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. გავეცანით სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას, ასევე მოვისმინეთ მათი შეფასებები პროგრამების დადებითი და გასაუმჯობესებელი ფაქტორების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ჩართულია სამინისტროს ორ პროგრამაში: ,,მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" და ,,ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის - ,,ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში“ მიმდინარეობას გაეცნო, რომელსაც ამავე კლინიკაში იმუნოლოგ-ალერგოლოგი ვახტანგ ბერიძე ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურება:
- ალერგოლოგის კონსულტაცია;
- გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა;
- კანის პრიკ ტესტის ჩატარება არაინფექციური ალერგენებით;
- სისხლის შრატში საერთო IgE განსაზღვრა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 6-12 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებიც სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკსათვის რეფერირებული არიან   ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის  მიერ. 2022 წელს აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 450 პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან რეფერირებულმა ბენეფიციარმა.

აღსანიშნავია, რომ მაისი ასთმის თვედ არის გამოცხადებული. 2023 წლის მსოფლიო დღის მიზანია ხელი შეეწყოს ასთმის მართვის ეფექტური პროგრამების განვითარებასა და განხორციელებას ყველა ქვეყანაში. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები