ბათუმი ფარიკაობის "მსოფლიო თასი 2023”-ს მასპინძლობს
14 მაისი, 2023
ბათუმის სპორტის სასახლეში ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში პირადი და გუნდური მსოფლიო თასი მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.
აჭარაში 3 დღის განმავლობაში გულშემატკივართა წინაშე, 40 ქვეყნის, 200-მდე მსოფლიოს საუკეთესო ქალი ხმლით მოფარიკავე წარდგება. მსოფლიო თასი ფარიკაობაში 13 მაისს დასრულდება.
იხილეთ გალერეა