ბათუმში ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

11 მაისი, 2023

ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაზე, რომელსაც 10-მდე ევროპული ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი ესწრება, სოფლის ტურიზმის მიმართულებით ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილებაზე საუბრობენ. სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი,  წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელზეც ქართველი და უცხოელი დელეგატები პრეზენტაციებსა და მოხსენებებს წარმოადგენენ.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ღებულობენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები