თორნიკე რიჟვაძე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის, ROTANA-ს წარმომადგენლებს შეხვდა

06 სექტემბერი, 2023



თორნიკე რიჟვაძე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის, ROTANA-ს წარმომადგენლებს შეხვდა, კომპანია გონიოში 71 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმროთა საერთაშორისო ქსელის, Rotana-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ საინვესტიციო ჯგუფს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. არაბთა გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში პირველად განახორციელებს პროექტს, რომლის მოცულობა 71 მლნ აშშ დოლარი იქნება. პროექტი ითვალისწინებს გონიოში 5 ვარსკვლავიანი, 546 ნომრიანი, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. სასტუმროთა ქსელი Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება. 

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები