ბათუმი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრას მასპინძლობს

07 სექტემბერი, 2023

ბათუმში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიური მე-12 ღონისძიება  გაიმართა, სადაც საქართველო CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, ბათუმის მერთან ერთად გახსნა.

ღონისძიებაში CORLEAP-ის  წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი  50 - მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და  ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და  მხარდაჭერით გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდა და CORLEAP-ის  თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძემ.

CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები