სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 სექტემბერი, 2023

მემორანდუმს ხელი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით, ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომების: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დასანერგად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კერძოდ, დაგეგმილია:

▪ ელექტრონული ჯანდაცვის მომსახურებათა გაფართოება, ონლაინ სპეციალისტთა „ქსელის“ შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს  სოფლის/მუნიციპალიტეტის დონეზე ანტენეტალური მეთვალყურეობის მიმართულებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს სამენო-გინეკოლოგიური მიმართულებით ტელეკონსულტაცია გაუწიონ ორსულობის რთული შემთხვევების მქონე პაციენტებს, სამედიცინო მომსახურების ოპტიმიზაციისა და არასაჭირო პროცედურებისა და რისკების შემცირების მიზნით.

▪ ელექტრონული აპლიკაციის დანერგვა, განსაკუთრებით სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.

▪ ონლაინ რეგისტრაციის მოდულის დანერგვა, რომელიც წარნოადგენს ანტენატალური მეთვალყურეობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემას.

▪ ორსულთათვის ელექტრონული წიგნის შემუშავება და პოპულარიზაცია, ორსულობის მიმდინარეობის, შესაძლო გართულებებისა და ახალშობილთა მოვლის შესახებ.

▪ აჭარაში სამშობიარო სახლების/განყოფილებების ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლებისთვის სტანდარტიზებული ელექტრონული მოდულების დანერგვა.

▪ არტნიორობის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მათ შორის პროექტებისა, რომლებიც ემსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე დაფუძნებულ და ხარისხიან მომსახურებებზე შშმ ქალთა წვდომის ხელშეწყობას. 

მემორანდუმს ხელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ ფარგლებში მოეწერა. პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები