სოფლის სამედიცინო პერსონალის დანამატი გაიზრდება
08 სექტემბერი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით - ,,2024 წლიდან, აჭარაში სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი გაიზრდება. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის სამედიცინო პერსონალს მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამით მუდმივად უცხადებს. ამჯერადაც გაზრდილი დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა."
ჯამში, დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს. პროგრამას სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს და მიმდინარე წლის ბიუჯეტი 429 600 ლარს შეადგენს. სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება.
იხილეთ გალერეა