თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა

21 სექტემბერი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა.

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა იესპერ მოლერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა  გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობას განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.

აჭარაში "UNICEF"-ის  არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები