თორნიკე რიჟვაძე ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში. ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები