თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში

27 სექტემბერი, 2023

თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ  ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის უმძიმესი დღე და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, პატივს მივაგებთ ამ უთანასწორო ომში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს. ასევე, სრულ თანადგომას ვუცხადებთ დევნილ ოჯახებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები