ბათუმმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

28 სექტემბერი, 2023

ბათუმმა, „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიამდე ერთი დღით ადრე,  ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტებმა, ინდუსტრიის წამყვანმა სპეციალისტებმა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და ინოვაციურ მარკეტინგულ სტრატეგიებზე ისაუბრეს. პანელურ სესიას, რომელზეც საერთაშორისო მედიასაშუალებების EURONEWS, Wanderlust Travel Media, Emerging Europe, EARTHPIX ხელმძღვანელმა პირებმა გიბრალტარისა და დუბროვნიკის  ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორებთან ერთად  ფორუმის მთავარი თემები განიხილეს, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე უძღვება. „Visit Batumi“, როგორც ევროპის წამყვანი ოთხი სეზონის ტურისტული დანიშნულება“- ამ მიმართულებით სტუმრებს სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინა. თინათინ ზოიძემ ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის ფორუმის სტუმრებს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. 


ღონისძიების დასრულების შემდეგ ფორუმისა და  „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიის სტუმრებისთვის დაგეგმილია ტურები რეგიონისა და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ქართული სტუმართმასპინძლობის გასაცნობად. 28-29-30 სექტემბერს  რეგიონის სტუმრებისთვის ჩატარდება საინტერესო ტურები, მასტერკლასები, დეგუსტაციები, ფოკლორული სიმღერისა და ცეკვის შოუები. გასვლითი ტურების ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ბათუმის ძველ და ახალ ნაწილს, ბათუმის  ბოტანიკურ ბაღს, VI საუკუნის პეტრას ციხეს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიოს ციხეს, მთიან აჭარას და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებს.


29 სექტემბერს, კი ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და  რომელი მათგანი აიღებს „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოს. World Travel Awards“-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად  ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას. ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი(ლიეტუვა), ლუბლიანა (სლოვენია), ბრაგა (პორტუგალია), მატერა (იტალია) და მლჯეტია (ხორვატია)  წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ცნობისთვის, ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს, კი World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 


საქართველო ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“ პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრება, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი უსრულდება, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან, მათ შორის იქნებიან Euronews, BBC-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები