World Travel Awards-ზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა

29 სექტემბერი, 2023


World Travel Awards-ზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპული ქვეყნების სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს გაუწია კონკურენცია.

აღსანიშნავია, რომ ბათუმმა World Travel Awards-ზე ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა.

World Travel Awards-ის გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ  Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები