საარჩევნო ადმინისტრაციების მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია
25 ოქტომბერი, 2023
ბათუმში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ორგანიზებით (უსკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (#IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.
კონფერენციის მთავარი თემაა - „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია არჩევნებში“.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი 25-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს.
იხილეთ გალერეა