წარმატებული ხელოვანების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

25 ოქტომბერი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას - „პროექტების მხარდაჭერა, ფესტივალების და ღონისძიებების ორგანიზება“. 

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება, რომელიც გულისხმობს, მიმდინარე წლის წარმატებულ ხელოვანთა შორის, გამარჯვებულთა გამოვლენას კონკურსის წესით.

საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ნომინაციებზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს კულტურის სფეროში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ფიზიკური პირი ან/და ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელმაც 2023 წელს მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება ან/და განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის კულტურის ამა თუ იმ სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის  25 ოქტომბრიდან   6 ნოემბრის  ჩათვლით.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები