თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

31 ოქტომბერი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და თურქ ხალხს საიუბილეო თარიღი მიულოცა. 

,,მსურს მივულოცო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, თურქ ხალხს ეროვნული დღესასწაული. განსაკუთრებით ვაფასებთ იმ კეთილმეზობლურ სტრატეგიულ, ურთიერთნდობაზე  დაფუძნებულ მეგობრობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების ლიდერების მხარდაჭერით და ძალისხმევით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის  გენერალური კონსული ბათუმში, აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე - დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები