თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა

01 ნოემბერი, 2023




აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა. მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გამარჯვებულ პედაგოგებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარის ოდენობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები