ტრანსპორტელების კვირეულის ფარგლებში ავტოტრანსპორტის თანამშრომლები და მძღოლები დაჯილდოვდნენ

02 ნოემბერი, 2023


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს  შეხვდა და წლების განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის თავმჯდომარემ  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და  სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს ბათუმის ავტოტრანსპორტის 30 წამყვანი თანამშრომელი დაჯილდოვდა. გილოცავთ და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას. ღირსეულად გაგეგრძელებინოთ  ჩვენი ქალაქის სამსახური.
 
ბათუმში მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად  მალე შევძლებთ, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს სწორად, გადაადგილება იყოს სწრაფი, კომფორტული  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ ბათუმელზე და ქალაქის სტუმარზე ორიენტირებული.
 
მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ავტოპარკი სრულად განახლდა და ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ბათუმი ერთ-ერთი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს.

ღონისძიებაზე ბათუმის ავტოტრანსპორტის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ავტოტრანსპორტის თანამშრომლების დაჯილდოებას აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები