ბათუმის ბულვარში საერთაშორისო სტანდარტების სკეიტპარკის მშენებლობა მიმდინარეობს

15 ნოემბერი, 2023



ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა  მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800  კვ.მ ფართობზე განთავსდება.

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკეიტმოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან, ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა. 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა. 

ახალი პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და  განაშენიანების გეგმისა და   მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონალურ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები