აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა 2015
26 ოქტომბერი, 2015
2015 წლის 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-5 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა - „Agro Batumi 2015“.
„GEONET EXPO“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით ხელს უწყოს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას.
გამოფენის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია.
„Agro Batumi 2015“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად გაუწიონ რეკლამირებაც.
გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

იხილეთ გალერეა