ისმეთ დინდარს "საუკუნის ექიმის" წოდება მიანიჭეს

27 ოქტომბერი, 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად    თურქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, ისმეთ დინდარს, „საუკუნის ექიმის“ წოდების მინიჭება მიულოცა. 
 
„მინდა მივულოცო ეს საპატიო ჯილდო. ისმეთ დინდარი არის პიროვნება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა  ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში  მიდიოდნენ. იგი ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში, რომელიც ემსახურება სახალხო დიპლომატიას. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.  მან ხელი შეუწყო აჭარაში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კლინიკის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, მისი ხელშეწყობითა და დახმარებით კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება აჭარაში“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიებას, რომელიც  თურქეთის  საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა,  თურქეთის  გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, BAU-ს სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ. სტუმრებმა ცნობილ ექიმს დაჯილდოება მიულოცეს, პროფესიული წინსვლა უსურვეს  და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ  საქველმოქმედო ღონისძიება "ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს გაიმართა . ღონისძიებას თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამიერკავკასიის მასშტაბით მოღვაწე ასეულობით ექიმი ესწრებოდა.  ექიმთა ლიგამ  გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა.  „საუკუნის ექიმის“ წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU“ -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ისმეთ დინდარს მიენიჭა. იგი ორი წელია  ბათუმში  ცხოვრობს და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები