ირანელი ტუროპერატორები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან

15 თებერვალი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ირანელი ტუროპერატორების ინფოტურს მასპინძლობს. 11 მხვილი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი რეგიონს სამი დღით სტუმრობს. დღეს, ისინი სასტუმრო ინტურისტში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და  ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პირისპირ (ე.წ. B2B) შეხვედრების დაწყებამდე ირანელმა სტუმრებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებ მომზადებული პრეზენტაციაც მოისმინეს.

დღესვე, ინფოტურის მონაწილეები ბათუმში არსებულ სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე მოინახულებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და მაღალმთიან აჭარას. ირანელი ტუროპერატორები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines ორგანიზებით სტუმრობენ.

მიმდინარე წელს, ირანი  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება. გასულ წელს, რეგიონის მიმართ დიდი იყო ირანელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობაც. 2016 წელს, აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები