დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია

15 თებერვალი, 2017

დღეს, სასტუმრო ჰილტონში დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის - „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. 
შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა დაესწრნენ.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ევროპის ფონდის, სამთავრობო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე დემოკრატიის ინსტიტუტმა წარმოადგინა ეკომიგრაციის მიმართულებით ბოლო ორი წლის პერიოდში გაწეული საქმიანობების ის ანგარიში და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებას (ეკომიგრაციის პრევენცია, განსახლება, ინტეგრაცია).
შეხვედრაზე მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სამინისტროსა და აჭარის მთავრობის მიერ ბოლო წლებში ეკომიგრაციის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებზე ისაუბრა.
დღეის მდგომარეობით აჭარის ა/რ მთავრობა, სამი მიმართულებით ახორციელებს ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებას, კერძოდ : 
1. სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს 25 000 ლარის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას უსაფრთხო სახლების შესყიდვის მიზნით (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ანალოგიური პროგრამა);
2. ეკომიგრანტის საკუთრებაში არსებულ გეოლოგიურად მდგრადი მიწის ფართზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის ფინანსური დახმარების გაწევას (რეზერვიდან);
3. სოციალურ სახლებში საცხოვრებელი ფართების განაწილებას.
2013 წლიდან დღემდე აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებისათვის განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 
 აჭარის ა/რ პროგრამით, სულ 109 ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით:
• 2016 წელს შესყიდული იქნა 96 საცხოვრებელი ფართი;
• 2017 წელს შესყიდული იქნა 13 საცხოვრებელი ფართი.
 აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 2013-2017 წწ 55 ოჯახს გაეწია 570 199 ლარი, მათ საკუთრებაში გეოლოგიურად მდგრად ალტერნატიულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გადატანის მიზნით.
 საცხოვრებელი ფართებით ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში დაკმაყოფილდა სულ 280 ეკომიგრანტი ოჯახი, აქედან:
• ქედის სოციალურ სახლებში გაიცა 66 ბინა;
• შუახევის სოციალურ სახლში - 48 ბინა;
• ხელვაჩაურის სოციალურ სახლში - 50 ბინა;
• ბათუმის სოციალურ სახლში - 50 ბინა.
ი გ ე გ მ ე ბ ა :
58 ბინიანი სოციალური სახლის განაწილება ქ.ბათუმში;
72 ბინიანი სოციალური სახლის განაწილება ხულოს მუნიციპალიტეტში;
23 ბინიანი სოციალური სახლის განაწილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 116 ოჯახის დაკმაყოფილება.
მიმდინარე პროცესების გადაწყვეტა.
 სოფ. თხილვანიდან 96 ოჯახია დარეგისტრირებული ეკომიგრანტთა ბაზაში, ამათგან: 2009 წელში 50-მდე ოჯახი გასახლებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფ. ხიხანში. გამგეობიდან მოწოდებელია ინფორმაცია რომ დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღია 29 ოჯახს. მიმდინარეობს შესწავლა. დღესდეობით ბენეფიციარებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ განსახლების მიზნით, მათ გაეწევათ ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები