საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში საწარმოების მუშაობას გაეცნო

15 თებერვალი, 2017

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვია. გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, კამპანიის ,,მოითხოვე ქართული" ფარგლებში, აჭარაში მოქმედ ტექსტილის საწარმოსა და ავეჯის დამამზადებელი ქარხნის მუშაობას გაეცნო და საწარმოო პროცესში მიიღო მონაწილეობა. 
საწარმო „გლორია“ რბილ ავეჯს აწარმოებს. შპს „მაქრო“ პროდუქციის ექსპორტს ლიბიაში, გერმანიაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში ახორციელებს. საწარმო 2013 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დრომდე 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „გლორიაში“ 130-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა თურჰან ქოროღლუმ და კომპანიის დამფუძნებელმა ემინ უჩარმა გააცნეს.
შპს „BTM TEXTILE” ტექსტილის პროდუქციას აწარმოებს. ქალის ტანსაცმლის ექსპორტს კომპანია თურქეთსა და ინგლისში ახორციელებს. საწარმო 11 წელია ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია. ტექსტილის საწარმოში დღეისათვის 320 ადამიანია დასაქმებული.
საპრეზიდენტო კამპანიის ,,მოითხოვე ქართული'' მიზანი ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაციაა. ამ კამპანიით საქართველოს პრეზეიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „მოითხოვე ქართული“ 12 იანვარს დაიწყო. კამპანია სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.

კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები