სულხან ღლონტმა ირანელ ტუროპერატორებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო

16 თებერვალი, 2017

აჭარაში ირანელი ტუროპერატორების ინფოტური გრძელდება. ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ სტუმრები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. დღის ბოლოს მათ ქედაში, აჭარული ღვინის სახლიც მოინახულეს, სადაც რეგიონში ღვინის დაყენების ტრადიციებისა და ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ღვინის სახლში მათ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა უმასპინძლა, რომელმაც ტუროპერატორებს რეგიონში ღვინის ტურიზმისა და ზოგადად, ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ ირანში დაგეგმილი პიარ კამპანიები და რეგიონში ირანელი ტურისტების მოზიდვის საკითხები განიხილეს.

„გასულ წელს, აჭარაში ირანელი ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. რეგიონის მიმართ ინტერესი დიდია და წელს ვგეგმავთ მოთხოვნა აჭარაზე, როგორც მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე ირანში გავაძლიეროთ. წელს, პირველად ვიწყებთ აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას ირანში და სარეკლამო კამპანიებში მთავარი აქცენტები სწორედ მაღალმთიან აჭარაზე გაკეთდება. რეგიონი თავისი ბუნებრივი რესურსებით, ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიული ტრადიციებით ირანელი ტურისტებისთვის საინტერესო ტურისტული ადგილია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მსხვილი ირანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები აჭარას 14 თებერვალს ესტუმრნენ და რეგიონს დღეს დატოვებენ. ინფოტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Turkish Airlines ორგანიზებით ტარდება. 


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები