რეგიონში რეწვის სახელოსნოების შექმნა დაფინანსდება

16 თებერვალი, 2017

პირველად 2017 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროექტს-„ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“.

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ  პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ დირექტორთან  ირინა მანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

„აჭარაში რეწვის ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისახალი თაობის ტრადიციული რეწვით დაინტერესებისა და აღნიშნულ სფეროში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით გამოცხადდება კონკურსი, რომელიც ორიენტირებულია დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი დარგების შენარჩუნებასა და განვითარებაზე “- აღნიშნა მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ რეწვის ოსტატებთან შეხვედრაზე.

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩევა და კონსულტაცია/მონიტორინგი გაეწევა ტრადიციული რეწვის არანაკლებ 5 სახელოსნოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გარდა ბათუმისა. ასევე, ჩატარდება არანაკლებ 5 ტრენინგი კონკურსის წესით შერჩეული სახელოსნოების ოსტატებისთვის, მომზადდება არანაკლებ 25 შეგირდი და ჩატარდება ტრადიციული რეწვის საშუალოდ 45 სასწავლო საათი კონკურსის წესით შერჩეულ თითოეულ სახელოსნოში.

ტრადიციული რეწვის სწავლებისა და სახელოსნოების განვითარების პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“  ფარგლებში 30 000 ლარი ფინანსდება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები