დღეს აჭარაში ინტენსიურად თოვდა

16 თებერვალი, 2017

აჭარის რეგიონში  მთელი დღის განმავლობაში თოვს. ახალი ნალექის სიმაღლე მაღალმთიან სოფლებში 1 მეტრამდე აღწევს. ამ დროისთვის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება ყველა მიმართულებით. 
თოვლის საფარმა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 50 სმ. გადააჭარბა.   გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და ხვალ დილიდან ისევ განახლდება. ნალექის მომატების შემთხვევაში  კი, სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთვება. 

ამ ეტაპზე საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში  19 მიმართულებით. შუახევის მუნიციპალიტეტში 7 მიმართულებით.  ხულოს მუნიციპალიტეტში 2 თემის მიმართუილებით.

თოვას ქედაში პერიოდულად ძლიერი ქარიც ერთვის. ბოლო ინფორმაციით  უკვე დასრულდა დაბის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა 12 მიმართულებით აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.  მუნიციპალიტეტში შესაბამისი ორგანიზაციები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.  

შუქი შეფერხებით მიეწოდება მაღალმთიანი აჭარის 1000-მდე აბონენტს. შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ    დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე.
თოვლის გამო არ შეფერხებულა სწავლა სკოლებში, თუმცა სკოლამდელი აღზრდის რამდენიმე დაწესებულებაში კონტინგენტის გამოუცხადებელობის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
ბათუმში თოვლს  პრობლემები არ მოჰყოლია.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები