დიდთოვლობის გამო რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

17 თებერვალი, 2017

აჭარის მაღალმთიანეთში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რის გამოც, დღეს, აჭარის მასშტაბით 43 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩატარდა. კერძოდ, დიდთოვლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი, შუახევში - 21 საჯარო სკოლაში, ქედაში -12 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში - 4 სკოლაში.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის სულიკო თებიძის განცხადებით ყველა საჯარო სკოლაში გათბობის სიტემა გამართულად მუშაობს და სიცივის გამო სასწავლო პროცესი არსად შეჩერებულა. რესურსცენტრებისა და დირექტორების ინფორმაციით დილით უამინდობას ქარბუქი ამძიმებდა, რამაც გამოიწვია მოსწავლეთა სიმცირე. სასწავლო პროცესი აღნიშნულ სკოლებში დირექციის გადაწყვეტილებით შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები