„გაეროს ასამბლეა საქართველოში-ბათუმი 2017“

17 თებერვალი, 2017

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე მირიან ქათამაძე გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიმდინარე წლის 25-26 თებერვალს, სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონში ჩატარდება მასშტაბური პროექტი გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რეგიონის 600-მდე მოსწავლე და სტუდენტი. შეხვედრაზე მინისტრმა დელეგატებთან ერთად განიხილა  პროექტის აღწერილობა და  პროგრამა.

პროექტი იმართება  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ორგანიზებით.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები