ზურაბ პატარაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა

16 მარტი, 2017

აჭარის მთავრობის თვმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია, ნატოსა და ევრო კავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ჰჯგგიორგი ფარეშიშვილი და ნატოსა და ევრო კავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემოც გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული კამპანიის გამართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვიქტორს, რომელიც დღეს რეგიონში ჩამობრძანდა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით: რა წესები მოქმედებს, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა იმგზავრონ, რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან. ჩვენი ქვეყნის მისწრაფება არის ევროპული გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი და სწორედ ეს ვიზიტი ემსახურება ჩვენს რეგიონში ცნობიერების ამაღლებას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

„ევროპის პოპულარიზაციასთან და ვიზალიბერალიაციასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩამოვედით აჭარაში. კამპანიაში ჩართულნი არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ პატარაძეს იმ ხელშეწყობისთვის, რაც აჭარაში გვაქვს,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოადგენლები და ექსპერტები 15-16 მარტს აჭარაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას განიხილავენ. კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ. საუბარია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები