მინისტრის მოადგილემ აგარისა და ფურტიოს სკოლები დაათვალიერა

16 მარტი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ, სამინისტროს დეპარტამანეტების უფროსებთან და მშენებელ კომპანიების წარმომადგენელთან ერთად სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა მოინახულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი შესრულებული იქნა 2016 წელს, რის შემდეგაც უხვი ნალექის გამო სამუშაობის წარმოება შეჩერდა. მინისტრის მოადგილემ დავალება მისცა მშენებელს, რომ სამუშაოების წარმოება განახლდეს უმოკლეს ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

აგარის სკოლის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ 2014 წელს, თუმცა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2015 წელს ხელშეკრულების მოქმედება ცალმხრივად შეწყდა და გამოცხადდა ხელახალი ტენდერი. ამ ეტაპისათვის აშენებულია 4-სართულიანი შენობა სპორტული დარბაზით. დასრულებულია ყველა სახის კონსტრუქციული სამუშაო. ძირითადი შენობა გადახურულია. ასევე შესრულებულია ფასადისა და შიდა კეთილმოწყობის სამუშაოების ნაწილი. სულ პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ ლარს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები, რომლის ღირებულებაა - 935110 ლარი. აღნიშნული სკოლის სამუშაოები განახლდა თითქმის 1 თვეა. პროექტის მიხედვით აშენებულია 3-სართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურული შენობა. ამ ეტაპზე დასრულებულია კონსტრუქციული სამუშაოები და სახურავი. მიმდინარეობს ფასადის და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს სპორტული დარბაზის სამუშაოები.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიეცათ მითითებები - მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა დღე და შრომითი რესურსი სამუშაოების დასასრულებლად.

2017 წლის პროგრამით მოხდება სულ 32 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია სულ 6 მილიონ ლარზე მეტი, რომელთა ნაწილზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, ნაწილზე გამოცხადებულია ტენდერები, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები. შესაბამისად ობიექტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიზანია რაც შეიძლება მოკლე დროში, სამშენებლო ნორმების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხით, დაასრულოს წინა წელს დაწყებული სამუშაოები.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები