დეპარტამენტში ტურისტულ სააგენტოებს ახალი პროექტები გააცნეს

16 მარტი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა დეპარტამენტის ახალი პროექტები ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები, რაც რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის, მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა თუ  გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭების კუთხით იგეგმება. შეხვედრა ძირითადად დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და მასზე სააგენტოების წარმომადგენლებმა ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების, მათი მოგვარების გზების შესახებ ისაუბრეს.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოებისთვის ინფო ტურებს გეგმავს. გაცნობითი ხასიათის ტურებისას სააგენტოების წარმომადგენლები მაღალმთიან აჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებს გაეცნობიან, რაც მათ ვიზიტორებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზებაში დაეხმარება.


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები