ვიქტორ დოლიძე სტუდენტებს შეხვდა

16 მარტი, 2017

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და რეგიონის განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.

ვიქტორ დოლიძემ იმ სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მისი შესაძლებლობებისა და პირობების გაცნობას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის სარგებლობის შემთხვევაში ექნებათ. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვები შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, ევროპაში სასწავლო ვიზიტებს, უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციასა და სამომავლო პერსპექტივებს ეხებოდა.

კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები