ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მასტერკლასები გაიმართება

16 მარტი, 2017

დღეს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრსა და ავსტრიულ – ქართულ თეატრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასებისა და შემოქმედებითი საღამოს შესახებ. 

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე ხელოვნებისა და კულტურის დარგში, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი, ავსტრიულ – ქართული თეატრის პრეზიდენტი მაია იორელი (სასწრაფოშვილი) და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე. 

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი მაია იორელი 17-18 მარტს მასტერკლასებს გამართავს, ხოლო 21 მარტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართება.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები