კურორტზე ''გოდერძი'' დამსვენებლები 30-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

17 მარტი, 2017

კურორტზე „გოდერძი“ დამსვენებლები 30-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

სამთო-სათხილამური კურორტი „გოდერძი“ მომხმარებლებს 30-იან ფასდაკლებას სთავაზობს. გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტულ სეზონებზე, კურორტზე სასტუმრო „მეტეო“-სა და სასტუმრო ტიპის კოტეჯებში ტურისტებს სპეციალური ფასდაკლებების მიღება შეუძლიათ. არსებული თოვლის საფარიდან გამომდინარე, სათხილამურო სეზონი კურორტზე მარტის ბოლომდე გრძელდება.

 

2017 წლის 13 მარტი - 1 ნოემბერი სასტუმრო კოტეჯების ფასები:

  • ორადგილიანი ნომერი ცალკ-ცალკე მდგომი საწოლით- 70 ლარი
  • ორადგილიანი ნომერი გაერთიანებული საწოლით-70 ლარი
  • ოთხადგილიანი ნომერი-105 ლარი(1 ორსართულიანი საწოლი+2 ცალკ-ცალკე მდგომი საწოლი)

 

ნომრის ღირებულებაში არ შედის კვება

კოტეჯებში არის: საერთო სამზარეულო, ჰოლი ბუხრით, თხილამურების შესანახი ოთახი, მოქმედებს ცენტარული გათბობის სისტემა,WIFI

 

2017 წლის, 15 ივნისი -სექტემბერი, სასტუმრო „მეტეო“- ს ფასები:

  • ორადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით-30 ლარი
  • ორადგილიანი ნომერი ინდივიდუალური აბაზანით-45 ლარი
  • ლუქსი-70 ლარი
  • საოჯახო-ოთხადგილიანი ნომერი-70 ლარი
  • რვაადგილიანი ნომერი-125 ლარი

აღნიშნულ ფასში არ შედის კვება

 

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ძალიან კარგი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი გახდეს. კურორტის ბუნებრივ-კლიმატური შესაძლებლობები ყველა წინაპირობას იძლევა იმისთვის, რომ კურორტმა სტუმრები წლის ნებისმიერ პერიოდში მიიღოს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილია, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე დამსვენებლებს კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი ემსახურება, თუმცა 2018 წლიდან ამას დაემატება ორი მაღალი კლასის სასტუმრო  „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“. ალიანს რეზორტში, რომელიც 100 ნომრიანი იქნება საცურაო აუზები, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. რაც შეეხება ეიფორია სქაი თაუერს, რომელიც ასევე 100 ნომრიანი იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. კურორტის ირგვლივ სწრაფად ვითარდება საოჯახო-სასტუმრო სახლებიც, რაც  სამომავლოდ კურორტზე ერთდროულად 1000 ადამიანის მიღების შესაძლებლობას შექმნის. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები