ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების მეთაურებს უმასპინძლა

03 აპრილი, 2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ  თურქული სამხედრო გემების, TCG Kalkan-ის და TCG Yıldırım-ის  ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა.  შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენ. კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი  ესწრებოდნენ. 

რეგიონის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ეკიპაჟის წევრებს ბათუმში ვიზიტისთვის.  მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის  უკვე არსებულ  სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.  ზურაბ პატარაძემ ისაუბრა მჭიდრო თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა  ქალაქ ბათუმის მერიასა და თურქეთის ქალაქების მერიებს შორის  არსებულ ურთიერთობებს. 

 ,,მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს ჩვენს ქალაქში ვიზიტისთვის. დადებითი ფაქტია, რომ აქტიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო კუთხით თანამშრომლობა. სტრუქტურებს შორის  ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას “-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

ბათუმის ნავსადგურს  მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017"-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) ეწვია. 4 აპრილს  მსურველებს ექნებათ გემების დათვალიერების შესაძლებლობა. 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან  დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თურქული გემების წვრთნები 5 ქვეყანაში ჩატარდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები