ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები გრძელდება

19 აპრილი, 2017

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს ჩაქვში არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეები გაეცნენ. 25 ადამიანი მომსახურების სტანდარტები, მარკეტინგი, სამეწარმეო და ფინანსური საკითხები, ასევე დასუფთავების სამსახურის სტანდარტები, კვების ორგანიზების, სოციალური ქსელებისა და ონლაინ რესურსების გამოყენების მიმართულებით გადამზადდა. ტრენინგის მომაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სერტიფიკატები გადასცა.

ჩაქვში არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლები განსაკუთრებით პოპულარულია ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებულ ტურისტებსა და ორინტოლოგებში. აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ჩაქვისთავს, შუამთასა და სახალვაშოს უცხოელი ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობს. იქ არსებული საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდნენ როგორ მოემსახურონ ტურისტებს, როგორ გაყიდონ თავიანთი მომსახურება და მოიზიდონ ტურისტები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში შემდეგ ტრენინეგებს უკვე შუახევში, სოფელ ნიგაზეულში არსებული საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის გეგმავს. დღემდე დეპარტამენტმა მაღალმთიან აჭარაში 45 ადამიანი გადაამზადა. მაისის შუა რიცხვებამდე კი 200 ადამიანის დატრენინგება იგეგმება. 


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები