კულტურის სფეროში თანამშრომლობა აჭარის რეგიონსა და იაპონიას შორის

20 აპრილი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თეონა ბერიძე საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველ მდივანს, შინჯი სოიამას შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის რეგიონსა და იაპონიის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ საელჩოს პირველ მდივანს აჭარაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა გააცნო. ასევე, ქართული და იაპონური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

,,აჭარის რეგიონი გამოირჩევა საერთაშორისო პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილებით, მათ შორისაა აზიის რეგიონის ქვეყნებიც. ამდენად, სამინისტრო მიესალმება ყოველგვარ ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-იაპონურ სახელოვნებო საზოგადოებებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის განვითარებას“  - აღნიშნა თეონა ბერიძემ.

ქართულ-იაპონური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი. კერძოდ, მუზეუმის ოქროს საგანძურის, დროებითი საგამოფენო დარბაზისა და მუზეუმის მთავარი შესასვლელის რეაბილიტაცია განხორციელდა იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით. 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები