აუქციონი

20 აპრილი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მ.აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია:

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული ქონების (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა; 

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან  გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა; 

დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედება;

ე) აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის  განხორციელება; 

ვ) საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 50  (ორმოცდაათი) მოქალაქის დასაქმება,  სადაც დასაქმებულთა არანაკლებ  90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები; 

ზ) სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 20 (ოცი) წლის ვადით შენარჩუნება.

საწყისი ფასი: 15 000 000 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/428283


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები