აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში „სააღდგომო ფესტივალს“ დაესწრო

20 აპრილი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში „სააღდგომო ფესტივალს“ დაესწრო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფესტივალი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა და მას ბათუმში სტუმრად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები, თემატურად დატვირთული კანაპეები და სადღესასწაულო პროდუქცია. მოწყობილი იყო საგამოფენო კუთხეები სააღდგომო ნახატებით და ხელნაკეთი ნივთებით. მოეწყო გამოფენა, გაყიდვა და დეგუსტაცია.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე ასევე გაიმართა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობა ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიების აღსაზრდელებმა მიიღეს.

„სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალი წელს პირველად იმართება ბათუმში. აქ არის შესანიშნავი განწყობა, ფესტივალს ესწრება უამრავი ბათუმელი, უამრავი ბავშვი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო მათ სიკეთე, სიხარული და ბედნიერება. მსგავსი ფესტივალი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება.

სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალს ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები