აჭარა ბელარუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

20 აპრილი, 2017

აჭარის ტურისტული შესაძლებლობებით ბელარუსი ჟურნალისტები ინტერესდებიან. მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მყოფმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, აჭარაში მოგზაურობასა და დასვენების საშუალებებზე მინსკში პოპულარული რადიოების „ბელარუს“, „სპუტნიკ“ და პირველი არხის ეთერში ისაუბრა. აჭარის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა რეიტიგნულმა გაზეთებმა „ანტენა“ და „სბ“.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2017  დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. ბელარუსში პოპულარულ გამოფენაზე მისულმა ვიზიტორებმა აჭარის, როგორც ტურისტულად საინტერესო ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისგან მიიღეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და სარეკლამო კამმპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს. ბელარუსი დღემდე წარმოადგენს აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ ბაზარს. მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამირება ბელარუსში მაისიდან დაიწყება, რაც სატელევიზიო, რადიო და გარე რეკლამებს ითვალისწინებს.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები