ბათუმში სასტუმრო "ირეპალასი" გაიხსნა

20 აპრილი, 2017

დღეს ბათუმში ახალი სასტუმრო ,,ირეპალასი“ გაიხსნა. სასტუმროს გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ ახლადგახსნილი სასტუმრო მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ პატარაძემ ბათუმში კიდევ ერთი სასტუმროს გახსნის ფაქტს სასიხარულო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა ჩვენს ქალაქს. ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც 40 ნომერზეა გათვლილი. დარწმუნებული ვარ ბევრი სტუმარი კომფორტულად დაისვენებს ამ სასტუმროში. მილიონ დოლარზე მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორცილედა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აღნიშნული სასტუმროს მოწყობა 2016 წელს დაიწყო. პროექტში 1, 500 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 8 სართულზე განთავსებულ სასტუმრო 40 ნომერს მოიცავს, რაც 80-მდე განთავსების ადგილია. ,,ირეპალასში“ ამ ეტაპზე 15 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა რიცხვი ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო გაიზრდება.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები