პოლონელი მედიკოსები კლინიკა „მედცენტრში“

21 აპრილი, 2017

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლონეთის, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაციის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან - ზაალ მიქელაძესთან ერთად კლინიკა „მედცენტრს“ სტუმრობდნენ. დელეგაცია დაკომპლექტებულია მარშლის ოფისის, სეიმისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით.

„მედცენტრში“ დელეგაციას კლინიკის ხელმძღვანელმა მიშა ართმელაძემ უმასპინძლა. სამედიცინო დაწესებულების დათვალიერების შემდეგ სტუმრებისათვის, კლინიკის საქმიანობის შესახებ მოეწყო პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნა დაწესებულების განვითარების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები.  

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რეგიონებს შორის სამედიცინო სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წელს, . კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში გადამზადდა კლინიკა „მედცენტრის“ ხუთი მედიკოსი.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები