ზურაბ პატარაძე ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა

21 აპრილი, 2017

20-22 აპრილს  აჭარაში ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდის მარშლის ოფისისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს, ეჟი მიხალაკს, ქვემო სილეზიის ჯანმრთელობისა და სოციალური  პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, იადვიგა შელონგს და ვროცლავის წამყვანი კლინიკების სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე; განიხილეს უკვე განხორციელებული, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თამაშრომლობა.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში პოლონურ მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას  ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და აჭარის რეგიონის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროშიც. პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და  მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად ხორციელდება. 2016 წელს კი რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით „აჭარის დღეებიც“ გაიმართა. 

აღინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოსა შორის არსებული თანამშრომლობა.  საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივებია. ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში. ასევე ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სავოევოდოში, ქვედა სილეზიაში. მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. დაიგეგმა კონკრეტული გეგმები. განვიხილეთ პირდაპირი რეისების დანიშვნის თემა. ასევე, ბიზნეს ფორუმების ჩატარების პერსპექტივები.მაღალმთიანი აჭარის განვითარების კუთხით რიგი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები