ზურაბ პატარაძე ქედაში დასუფთავების აქციას შეუერთდა

21 აპრილი, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას - დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გამართულიყო საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარაც შეუერთდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ტურისტების და სტუმრების მიერ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონახულებადი მახუნცეთის ჩანჩქერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

აქციის მიმდინარეობის დროს ზურაბ პატარაძე ჩანჩქერთან მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

დასუფთავების აქციაში გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები, არსებული დაწესებულებების წარმომადგენლები და მოსახლეობა ჩაერთო. დილიდანვე 60 სოფლის ცენტრებსა და უკანონო ნაგავსაყრელებს გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ. აქციაში ასევე ჩაერთვნენ საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი რკინის სანაგვე კონტეინერი დაიდგა. ურნები განთავსებულია ყველა სოფელში, ტურისტულ ობიექტზე, კერძო სექტორთან, ღვინის მარნებთან მისასვლელ მარშრუტებზე. საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა. მუნიციპალიტეტს დღეიდან საკუთარი ნაგვის გადამზიდი მანქანაც ეყოლება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის ნაგავსაყრელზე წამოიღებს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები