ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

18 მაისი, 2017

ბათუმი შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია დღეს სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს და იგი სწორედ ბათუმში ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შავი ზღვის კავკასიის რეგიონში ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობას. რეგიონალური ბაზრის ზრდიდან გამომდინარე, ბათუმის ნავსადგურს, როგორც საკვანძო მნიშვნელობის პორტს, აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ლოგისტიკური ცენტრი არა მარტო ქვეყნის, არამედ შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. რეგიონში საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ღია დისკუსიების გამართვა და ერთმანეთში იდეების გაცვლა-გაზიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შავი ზღვის ნავსადგურების განვითარებას, მათ შორის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის განვითარებას და ტრანსპორტირების გაზრდას. - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შინაარსის ღონისძიებების ჩვენს რეგიონში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის, როგორც საქმიანი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციისთვის: ,,მინდა აღვნიშნო, რომ გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, რომელსაც კონფერენცია ატარებს, ჩემთვის ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმი ბოლო წლებია იქცა საქმიანი ტურიზმის ნამდვილ ცენტრადაც, სადაც ინტენსიურად იმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, ბიზნეს-ფორუმები და ფესტივალები.

ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველი კომპანიის, ICTSI ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-ოლე მადსენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფერენციის მნიშვნელობას, სადაც ინტენსიურად ხდება იდეების გაცვლა და ინოვაციური გზების ძიება. შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ გაერთიანდნენ და გაცვალონ იდეები თუ როგორ შეიძლება გამოინახოს საუკეთესო გზები რათა ერთობლივად წარადგინონ რეგიონი მსოფლიოს წინაშე- დასძინა მან.

კონფერენციის მასპინძელ მხარეს წარმოადგენენ BICT- მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი და BSP- გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილაიევი. ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი ღებულობს მონაწილეობას. საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროს შესახებ 30 სპიკერმა ისაუბრა. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდე კერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფო სააგენტოა წარმოდგენილი. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.

შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაცია და ბათუმის საზღვაო ნავსადგურია. 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები