კონფერენცია - „მომავალს ვქმნით დღეს“

18 მაისი, 2017

დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ''პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის'' პროექტის ფარგლებში ბიზნეს კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ''მომავალს ვქმნით დღეს'' აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გახსნეს. კონფერენცია მიზნად ისახავდა განსახორციელებელი პროგრამების „მეთევზე-მეზღვაურის“, „ამწე-კრანის ოპერატორის“, „ლითონისა და ალუმინის შემდუღებლის“, „ლოჯისტიკისა და პორტის მენეჯმენტის სპეციალისტის“ პროფესიული მიმართულებების დანერგვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას წარმოდგენილი ბიზნეს სექტორებისთვის, მათი ჩართულობის შესაძლებლობის განხილვასა და პროფესიული სასწავლებლის გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს, ბიზნეს სექტორისა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „PEARSON'' წარმომადგენლები. კონფერენციის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები