18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18 მაისი, 2017

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მოადგილემ თეონა ბერიძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში დაათვალიერეს და მუზეუმის ყველა თანამშრომელს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს. 
დღესვე მინისტრი ინგა შამილიშვილი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ ღონისძიებას - „მედეა: დამნაშავე თუ მსხვერპლი?“ დაესწრო. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც განხილული იყო სხვადასხვა ისტორიული წყარო არგონავტების მითის შესახებ. 
 მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის რეგიონის ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდა, გაიმართა ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები