აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

19 მაისი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა. 

საქართველო - ბელარუსის თანამშრომლობის ფარგლებში აქტუალურია რეგიონული თანამშრომლობაც. 2016 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მოგილოვის ოლქს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება, ხოლო 2015 წელს დამეგობრდნენ ქალაქი ბათუმი და ქალაქი ბრესტი.

ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართ და რეგიონის ციტრუსის ექსპორტის საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში ბელარუსიდან შემოსული ტურისტების 25% ზრდა, რაც ბოლო წლებში აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში და ყოველწლიურად მასპინძლობს ბელარუსიდან მოწვეულ ტურისტული სააგენტოებსა და მედიის წარმომადგენლებს. მიმდინარე წელს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება ინტერნეტ და გარე რეკლამა ქალაქ მინსკსა და ქალაქ ბრესტში. 

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც საქართველოსთვის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებთ ბელარუსის მთავრობის კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

 2016 წლიდან მიხეილ მიატლიკოვივი ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები