პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებში გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ

19 მაისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდებისთვის ტრენინგები გრძელდება. ამჟამად, მთიანი აჭარის ტურების მიმართულებით გადამზადების მსურველებს სწავლება პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებში ჩაუტარდათ.

დღესვე, ტრენინგის მონაწილეებს რეგიონისთვის გიდის პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. გარდა ამისა, თავმჯდომარემ ტურისტული პროდუქტების სააგენტოს დირექტორ თინათინ ზოიძესთან ერთად გიდებს დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  

„დეპარტამენტი სააგენტოსთან ერთად შემდეგი წლისთვისაც გააგრძელებს ტრენინგებს რეგიონში მოქმედი გიდებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სახე. თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თუ როგორ გააცნობთ აჭარას ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებს. დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურ პიარ და სარეკლამო კამპანიებს 16 სამიზნე ქვეყანაში აწარმოებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურისტებს აჭარაში დახვდეთ პროფესიონალი გიდები. მოგიწოდებთ ჩაერთოთ  პროექტში „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გიდებისთვის და მიიღოთ ხარისხის ნიშანი, რაც თქვენს ცოდნასა და პროფესიონალიზმს ხაზს გაუსვამს,“ აღნიშნა გიდებთან საუბრისას სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგებს 60 დამწყები და მოქმედი გიდი ეტაპოპრივად, მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გადის.


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები